ილია ჭავჭავაძის "სარჩობელაზედ" (განხილვა)
-------------------
-------------------
მოქმედება ვითარდება ლოჭინის ხევის პირს, გვალვიან ზაფხულში.. მწერალს პერსონაჟები სახასიათო ნიშნებით შემოჰყავს სიუჟეტში, მეურმეების საქმიანობის აღწერისთანავე ორ ახალგაზრდას ვეცნობით: ერთი თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლისაა-"მისი ჩქარ-ჩქარი თვალთა ხამხამი ცხადად ამბობდა,რომ ამ კაცის კანში რაღაც უფხო გულია დამალული... იმისთანა იერის ყმაწვილი იყო, რომ კაი კაცის კვალზე წავიდოდა, შესამჩნევი არა იქნებოდა რა-ავის კაცის კვალზე დადგებოდა, ქურდბაცაცობის მეტს ვერაფერს ვერ შეძლებდა",-ასე აღწერს უფროს ძმას- ბეჟანს ავტორი...უმცროსის "შავი ღრმა თვალები მკვახედ გამოიყურებოდნენ. წარბშეკრული იყო და გულდახურული, თითქო რაღაცას ითმენსო და თავის თავს ძალას ატანსო,შინაგანი ამღვრეულობა არავის ამცნოსო"... ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ხნიერი მეურმე პეტრეა,რომელიც გამოელაპარაკა ძმებს... ბეჟანი თავადიშვილებად გაეცნო და შეთხზული ისტორია უამბო პეტრეს,თუ როგორ გაძარცვა ძმები ვიღაც რუსმა მეურმემ: რვა მანეთი ფული, ბარგი და ხუთთუმნიანი ჩოხა წაუღია,ვითომ. მიუხედავად იმისა,რომ უმცროსი ძმა სიტყვას აწყვეტინებდა,უწყრებოდა კიდეც,ბეჟანმა თავისი არ დაიშალა და პეტრეს შსჩივლა: ორი დღის მშივრები ვართ და არ ვიცით ამ უცხო ქვეყანაში რაღა უნდა ვქნათო?! პეტრეს გულს ლახვარივით დაესო უკანასკნელი სიტყვები და პასუხად მიუგო:" ეს ქვეყანა საქრისტიანი საქართველოა" და უცხოდ ყოფნა რას გვიქვიაო,შემდეგ შინ წაიყვანა,უმასპინძლა და ნაბადზე გაუშალა ქვეშაგები...
რომ ირიჟრაჟა,პეტრეს სტუმრები აღარ დახვდნენ შინ, გაუძარცვავთ საბრალო მოხუცი და შარვლის ჯიბეები მოუჭრიათ-სამი და ათი შაური სდებია ჯიბეში მხცოვანს,რომელსაც დანაკარგის ჯავრი კი არ ჰქონდა,იმას განიცდიდა, პირტიტველა ყმაწვილების მოსატყუებლად რომ გაიხადა ყოფა, ჯავრობდა,რომ დასცინებდნენ მეზობლები,მაგრამ ძმებზე მაინც ვერ გააბოროტა მომხდარმა:"ღმერთმა იმათ კი შეარგოთ და მე კი ეს სირცხვილადაც მეყოფა და სიცილადაცო"... დიდი დრო არ იყო გასული,რომ პეტრე ქალაქში შეყოვნდა,უსაქმოდ სიარულისას ავლაბრის მოედანზე შეკრებილ ხალხს შეუერთდა...ხედავს,სახრჩობელა გაუმზადებიათ და აგერ რუსულ ფარაჯაში გახვეული კაციც მოჰყავდათ... პეტრესათვის ეს "ჯამბაზობა" იყო,ბოლომდე ვერ დაიჯერა და გაერკვია,რა ხდებოდა, სრცხვენოდა კიდეც გულმა ასეთი სანახაობისკენ რომ გამოუწია და გაიფიქრა: "ამ პატარა გულში რამოდენა ცოდვა და მადლი ტრიალებსო"... ესმოდა ირგვლივ მყოფი ხალხის წუხილიც ახალგაზრდა კაცის ჩამოხრჩობაზე- "ჯერ დღე სწორედაც არ გასთენებია და ეგრე ადრე და მალე კი უნდა მზე დაუბნელდესო,მის საბრალო დედაზე,მაგრამ ეგონა, ხალხმა პირი შეკრა და სოფლელ კაცს მაბრიყვებენო... ამასობაში ჯალათმა ყულფში გააყოფინა თავი ახალგაზრდა კაცს,გამოაცალა კიბე,უბედურმა ფართხალი დაიწყო...
ისე წამოვიდა პეტრე ავლაბრის მოედნიდან,რომ დადგმული სპექტაკლი ეგონა,ხალხის სასეიროდ შექმნილი სანახაობა... გზად დუქანში შევიდა, ფეხდაფეხ ახალგაზრდა კაცი შეჰყვა... თითქოს ეცნო მისი სახე პეტრეს,მაგრამ ვერ იხსენებდა ვინაობას... ახალგაზრდამ კალამი და ფურცელი მოითხოვა და რაღაცის წერა დაიწყო... დუქნიდან გასულს,პეტრეც შორიახლოს მიჰყვებოდა,მის ნაცნობ სახეს აკვირდებოდა,მალე ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო,წერილი გადასცა და უთხრა,რომ ამ ბარათიდან შეიტყობდა ყოველივეს დღეს მომხდარი ამბის შესახებ...პეტრემ კითხვა არ იცოდა, სასწრაფოდ შვილისაკენ გაეშურა,რომ წერილის არსი გაეგო, მამის მდგომარეობით გაკვირვებულმა ვაჟმა წერლის კითხვა დაიწყო :"დღეს რომ ყმაწვილი ბიჭი დაარჩეს,ჩემი ძმა იყო",- წერდა ახალგაზრდა კაცი და გაანდო ადრესატს მძიმე ბავშვობის ისტორია ,- ძმებს მამა გარდაცვლიათ,დედა გათხოვილა,მამინაცვალს კი მამისეული ქონება გაუფლანგავს,შემდეგ სოფლად დაუტოვიათ ,თავად ქალაქში წამოსულან, ყველა საბრალო ბავშვებს სცემდა:" გამოვედით ორნი ობოლნი ამ ტრიალ დედამიწაზედ უპუროდ, უფულოდ,უბინაოდ, უნუგეშოდ,უთვისტომოდ. ვის შესტკივდებოდა ჩვენშვის გული? ჩვენ ყველასათვის უცხონი ვიყავით,ყველანი-ჩვენთვის, გამოვწიეთ ქალაქისაკენ გაბოროტებულებმა, მთელს ქვეყანაზედ გულამღვრეულებმა, გადავემტერეთ უსამართლო ქვეყანას, გადავემტერეთ ყველას: მამინაცვალს, დედას, ავსა, კარგსა, შენა და სხვასა. პატარები ვიყავით,ყველა ხედავდა, რომ თვალნათლივ გვძარცვავდნენ, არავინ გამოგვესარჩლა,არავინ მოგვეშველა,არავინ ხმა არ ამოიღო"... წერილის მეკალმე გულწრფელია თავის განცდებში,მისი სიმართლე ტრაგიზმის გამოძახილია,მას ერთადერთი ერთგული და უღალატო ადამიანიც წაართვეს, თავის მარტოსულობას დასტირის ძმის უბედობასთან ერთად :"ის ერთადერთი სული, ის ერთადერთი ჩემი სისხლი და ხორცი,ის ერთადერთი ძმაკაცი,ის ერთადერთი ადამიანი ჩემი კეთილისმყოფელი,ჩემთვის თავდადებული,ჩემი მოსიყვარულე და ერთგული... კატის კნუტსავით ჩამომირჩეს"...წერილიდან შეიტყო თავისი მტანჯველი ფიქრების პასუხიც დუქანში ნანახი ახალგაზრდა კაცის შესახებ,რომელმაც ეს ბარათი შეაჩეჩა ხელში პეტრეს,როგორც გაირკვა, ერთ-ერთი იყო მათგან,ძმებმა რომ გაქურდეს მხცოვანი მეურმე,ის დღეც შეახსენა პეტრეს და დასძინა.რომ "მას შემდეგ დღე არ გასულა,რომ არავინ არ გაგვეძარცვოს...ამით ვირჩენდით თავსა გული მაინც არ დაგვიცხრა... ამ ორი წლის წინათ მამინაცვალი შემოგვაკვდა..." თავად გამოქცეულა,მაგრამ პოლიციას ბეჟანი დაუკავებია... დიდი ღირებულება აქვს წერილის კულმინაციურ ნაწილს,სადაც მეკალმე პეტრეს ადანაშაულებს უმოქედობაში: " თქვენ იდექით და სეირს უყურებდით,მე ვიდექი და ვიწოდი" ..."განა შენ კი ამხანაგი არა ხარ ჩემი მამინაცვლისა! განა შენ კი არ დამირჩე ერთადერთი ძმა! განა შენ კი არ მიიყვანე ის სარჩობელამდე!"... და ბოლო პასუხი საზოგადოებას, რომელმაც დაღუპა ორი ობოლი ძმა, ბეჟანი კი სახრჩობელაზე დაჰკიდა მათმა გულგრილობამ: "მძულს ქვეყანა და ადამიანი...ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც დღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა... ამით სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანას,მშვიდობით!"
თითქოს ავტორს თავადვე შეებრალა აცახცახებული პეტრე, მკითხველს სამსჯელოდ კი კითხვა დაუტოვა: "მართლა და, ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს"-ო?!
საზოგადოებას მართავს არამხოლოდ კანონები და კანონქვემდებარე აქტები, არამედ მორალურ-ზნეობრივი დოგმატების შემცველი დაუწერელი წესები,რომელთა მიყოლაც ქვეყნისა და ღმერთის წინაშე დაკისრებული ვალდებულებებით არის ნაკარნახები... შესაბამისად უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულს იმავე პლანში განიხილავს საზოგადოება.... შედეგი იწვევს სამსჯელოდ მკითხველს და მისგანვე ელის განაჩენს ... რას საყვედურობს უთვისტომოდ დარჩენილი ძმა ხალხის პეტრეობას? -ინდიფერენტულობაში,- მაშინ როცა შიოდათ ყველასაგან მიტოვებულ ბავშვებს, სციოდათ, იყინებოდნენ ლუკმა- პურის ნატრულნი , პირადი ცხოვრების ნაჭუჭში ჩაკეტილმა ხალხმა არც თვალი და არც გული იბრუნა მათკენ... გულქვა საზოგადოებამ მიიყვანა ძარცვის გადაწყვეტილებამდე ძმები, სიდუხჭირესა და გულცივობაში გამოზრდილი ობლობა წაგლეჯვასა და ძარცვას სწავლობს... წერილში ნაქურდალიც იდო,მაგრამ პეტრეს ყურადრება არც კი მიუქცევია... უთვისტომო ახალგაზრდა ღმერთის განაჩენს ელის "განკითხვის დღემ გამოაჩინოს მართალნი და მტყუანნი"...
Zalian didi madloba... Zalian damexmara tqveni informacia... madlobaa
ОтветитьУдалитьსაღოლ სმნ
ОтветитьУдалитьMadloba didi. Dzalian damexmara da gamarkvia nawarmoebshi.
ОтветитьУдалить