воскресенье, 12 августа 2018 г.

ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური“ (ადაპტირებული)

ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური
(ადაპტირებული)
(ხევსურების ცხოვრებიდან)
I
შატილში მოვიდა მაცნე, რომელმაც ხალხს აუაწყა, რომ ქიტებს მწყემსები დაუწიოკებიათ,  წაუყვანიათ ცხენები, მათ შორის,- ალუდა ქეთელაურისაც. ქისტებს საფიზვნოში შეიკრიბნენ და ბჭობდნენ მაცნეს ნაამბობის შესახებ.
ალუდა ქეთელაური
კაცია დავლათიანი,
საფიხვნოს თავში დაჯდების,
სიტყვა მაუდის გზიანი;
ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა,-
სცადა ფრანგული ფხიანი.
ცუდას რად უნდა მტერობა,
კარგია მუდამ მტრიანი!

ქისტებს განუზრახავთ, „გადაავლიონ არხოტის თავი მთიანი“, ალუდამ რომ შეიტყო, აისხა იარაღი და გაემართა მტერთან საბრძოლველად. გამთენიისას ქისტების ნავალი (ნაკვალევი)  შენიშნა
ცისკრის ხანია, მტერს მისდევს
კლდის შავარდენი ჩქარიო.
ერთ „ქურდ-კანტალა ღილღველს“ ესროლა თოფი და გადმოაგდო ცხენიდან, ამხანაგმოკლულმა მუცალმა ბევრჯერ სცადა ალუდას მოკვლა, მაგრამ ააცილა. ალუდას ტყვიამ კი მუცალი გულში დაჭრა.
შატილიონის ნასროლი
ქისტს უმტვრევს გულის ფიცარსა.
-
არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?! -
შამაუჭყივლებს ქისტასა.
-
გულში მჭირს, გულში, რჯულ-ძაღლო,
ვაჰ ცდასა მუცალისასა!
ძმაც ხო მამიკალ, მეც მამკალ,
რა ვუთხრა მადლსა ღვთისასა?
მუცალს არ სწადის სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,
მაჰგლეჯს, დაიფევს წყლულშია
წვანეს ბალახსა მთისასა.
სულთმობრძავი ქისტი გადაუგდებს თავის იარაღს და ეტყვის ალუდას:
-
ეხლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა.
სიტყვა გაუშრა პირზედა,
დაბლა გაერთხა მიწასა.
ალუდას თოფი არ უნდა,
ატირდა როგორც ქალიო;
არ აჰყრის იარაღებსა,
არ ეხარბება თვალიო.
თავით დაუდვა ხანჯარი,
ზედ ეკრა სპილოს ძვალიო,
გულზედ ძეგლიგი დაადვა,
მკლავზედ ფრანგული ხმალიო.
მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,
იტყოდა: ცოდვა არიო;
ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,
ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.
მკლავზედაც გებას მარჯვენა,
შენზედ ალალი არიო,
შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს,
ნუმც ხარობს ქავის კარიო,
კარგი გყოლია გამდელი,
ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო!
სიგძივ გაჰხურა ნაბადი,
ზედ გადაადვა ფარიო.
II
ყმა მოიდოდა გორი-გორ,
არ ეწონება თავია;
პირს დასწოლია ნისლები,
გულით ნადენი, შავია.
ტახტაზე დაუკიდებავ
მუცალის ძმისა მკლავია,
ვერცხლით მორთული ბაზალა, -
ეგ ხოროსნული ხმალია.
---------------
ვისაც მტერობა მასწყურდეს,
გააღოს სახლის კარია,
სისხლ დაიგუბოს კერაში,
თვითანაც შიგვე მდგარია.
ღვინოდაც იმას დაჰლევდეს,
პურადაც მოსახმარია.
პირჯვარი დაიწეროდეს,
მითამ საყდარში არია.
სისხლშია ჰქონდეს ქორწილი,
იქ დაიწეროს ჯვარია,
დაიპატიჟოს სტუმრები,
დაამწკრიოდეს ჯარია.
სისხლში დაიგოს ლოგინი,
გვერდს დაიწვინოს ცალია
ბევრი იყოლოს შვილები,
ბევრი ვაჟი და ქალია;
იქვე საფლავი გათხაროს,
იქ დაიმარხოს მკვდარია.
შენ რო სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ,
მკვლელს არ შაარჩენს გვარია.
----------------------------------
შატილში დაბრუნებულ ალუდას გამოეგებნენ
ხევსურთ ქალი და რძალია,
ძმა, ძმისწულები სამნია.
ბევრს უნდა ამბის გაგება,
ბევრნი მოვიდნენ სხვანია.
მხცოვანმა უშიშამ გამოჰკითხა ალუდას ღილღველი „მგლის“ მოკვლის ამბავი
ორნ იყვნენ, თოფი ვიხმარე,
წვერს ვერ ვუწვდენდი ხმლისასა.
იმ ცხონებულსა მუცალსა,
რკინა სდებიყო გულადა!
-
რას ამბობ? ქისტის ცხონება
არ დაწერილა რჯულადა.
-
მით ვაქებ ვაჟკაცობასა,
არ იყიდება ფულადა.
სამ მე ვესროლე. სამ - იმან,
მესამით დავასრულია.
მკერდზე ნაკრავმა ტყვიამა
გაუნაძოძა გულია.
ნატყვიარს ბრძამით იფევდა,
ისრე დალია სულია.
სულს არ აცლიდა ამოსვლას,
კიდევ მიხსენა რჯულია.
ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,
მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.
------------------
ვერ გავიმეტე მუცალი
მარჯვენის მოსაჭრელადა,
გული გამიწყრა, არა ჰქნა,
რაც საქნელია ძნელადა:
დაე დააკლდეს სახელსა,
მე გირჩევნივარ მრჩევლადა”.
ხევსურებმა შერისხეს ალუდა:
მოკვდი, სიკვდილი გირჩევნავ,
რა ხარ სიცრუის მთქმელადა;
აიხსენ გველის-პირული,
დიაცთ გადუგდე ცხემლადა;
-------------
გამოჰქცევიხარ ქისტიშვილს,
გადუქცევიხარ ქალადა.
მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ,
უკვენ მისდევდი მა რადა?!”
გარიყა ალუდა ქეთელაური შატილიონმა, ზურგი აქციეს ვაჟკაცს. ამასობაში  მოვიდა მინდიაც, რომელსაც თორმეტი ქისტი მოუკლავს, იწყინა ალუდას გარიყვა მინდიამ და მოკლული მუცალის ცხედრის სანახავად გაქუსლა.
III
და და დედა მშიერ ალუდას საჭმელს სთავაზობდნენ, ლუკმა ვერ გატეხა ვაჟკაცმა, სიზმრად ნანახს დაეღონებინა. უნახავს თითქოს, წინ მიცვალებული ესვენათ, საბრძოლველად ემზადებოდნენ ხევსურნი, უცბად მუცალი გამოეცხადა, „
ტანთ ეცვა ჯაჭვი რვალისა“, ნატყვიარში კი ბალახი ეფინა.

კლდედ იდგა, გაუტეხლადა,
ცრემლ არ ჩამოსდის თვალისა.
მინდა სიკვდილი, არ ვკვდები,
მამკალო, მითხრა ხვეწნითა.
თქვენ დაგრჩეს წუთისოფელი,
მე-კი წავიდე ქვეყნითა,
დაძეღით, ხევსურთ შვილებო,
ლაშქრობით, ხმლების ქნევითა”.
-----------------------
სიზმარში ალუდას ადამიანის ხორცით მომზადებული წვნიანის  ჯამი ედგა ვითომ წინ და ზიზღით ჭამდა და ზარავდა თავისი საქციელი.
IV
გამთენიისას მინდია დაბრუნდა შატილში, ალუდას გმირობის საბუთად მუცალის მოკვეთილი მარჯვენა მოჰქონდა. დაუწუნა საქციელი ალუდამ მეგობარს, რომ მდომოდა, განა მე ვერ მოვჭრიდიო მარჯვენას?!
წაიღე, თუ გწამ უფალი,
ნუღარ მაჩვენებ თვალითა.
კაის ყმის მარჯვენა არი,
გული მეწვება ბრალითა.
რაად სწყრებიან ხევსურნი,
რადა ტყვრებიან ჯავრითა?!
მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი
მარჯვენას მაგათ ჯაბრითა!
წესი არ არის მტრის მოკვლა,
თუ ხელ არ მასჭერ დანითა”.
ვაი ეგეთას სამართალს,
მონათლულს ცოდვა-ბრალითა!
V
ხატობის დღესასწაულზე ხევისბერ ბერდიასთან  შესაწირით მიდიოდნენ ხევსურნი,  გარდაცვლილთა სულებს ავედრებდნენ სალოცავს. სალოცავში ავიდა ალუდა ქეთელაური, რომ მუცალის მოუნათლავი სულისათვის შავი კურატი შეეწირა.

-
ეგ სამხვეწროა, ბერდიავ,
ძოღან მოკლულის ქისტისა.
მუცალს ეტყოდენ სახელად,
მაუნათლავის შვილისა.
კარგადაც დამიწყალობნე,
გამიმეტებავ მისთვინა,
როგორც უნდომლად მოკლულის
თავის ლამაზის ძმისთვინა.
-
გაურჯულებულს არჯულებ,
შენ ეგ არ შაგიხდებისა,
მამით არ მოდის ანდერძი,
პაპით და პაპის-პაპითა,
გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ,
ურჯულოვდები მაგითა;
როგორ ვახვეწო უფალსა
ძაღლი, ძაღლების ჯიშისა,

-------------
გაჯავრდა ქეთელაური,
ფერი დაიდვა მგლისაო;
უქნივა მოზვერს ქედზედა,
თავი მიგორავს ძირსაო.
თან შაეხვეწა ბატონსა,
ნუ შამიცოდებ შვილსაო,
ალლადა ჰქონდეს მუცალსა,
მაგ მოუნათლავ გმირსაო.
----------------------------------
ბერდია ჯაგარაშლილი
ხალხისკე იზამს პირსაო.
-
გაგონილაა, - იძახდა, -
ასრე აგდება რჯულისა:
საკლავს თვითონ ჰკლავს ალუდა,
მამხსენე ქისტის სულისა,
ხალხო, მინდარის გავიგო
პასუხი თქვენის გულისა.
-------------------------------
მოკვეთილ იყოს, სხვა ქვეყნის
ცა-ღრუბლის შანამზირები.
წადით, უმტვრიეთ შავ-ბნელსა
სახლისა, ციხის კარები.
ცეცხლი მიეცით საძნოვარს, -
ცასა სწვდებოდეს ალები,
სათემოდ გამოირეკეთ
ცხვარი, ძროხა და ხარები.
შატილს ცოლ-შვილი უტირეთ,
გუდანს - შინშნი და ქალები;
ჰრისხამდეს ჩვენი ბატონი,
არ არის შასაბრალები.
----------------------------------
ამის გამგონე მინდიას
მაუწყლიანდის თვალები,
ვეღარასა ჰშველს ალუდას,
გულზე გადიწყვის მკლავები,
-
მუცალის მარჯვენა არი,
მიზეზი ხევსურთ რჩევისა, -
მე მივუტანე ალუდას,
ფერი დავადევ წყენისა;
რო არ მიიღო ალუდამ,
სიღრმე ვაჩვენე ხევისა.
-------------------------------------------
-
წაიღეთ, - ამბობს ბერდია, -
ტოტი ურჯულოს ძაღლისა,
არა ვართ ხევსურთ შვილები
ყმანი ეშმაკის, ალისა.
ძაღლს მიუგდიან საჭმელად
ხელი მუცალის მკლავისა.
პირი არ ახლო ქოფაკმა,
მორთო ღმუილი ბრალისა.
ხევის ბერ იტყვის ბერდია:
-
ხევსურნო, ნახეთ თვალითა:
ძაღლი ძაღლის ძვალს არ სტეხსო,
თქმულია იმავ თავითა.
ქისტის მარჯვენას ბალღები
დაბლა ათრევენ კავითა.
VI
თოვლი სთოვს, ქარი ბობოქრობს,
ყელებ შაკრულა მთებისა;
ჩამოდის ხევად ზოვები,
ჩამონასხლეტნი კლდებისა.
კარგს ნურას ჰნახავთ, ხევსურნო,”
ერთი დიაცი სწყრებისა.
ავაჰმე, ჩვენო სახ-კარო,
ქვა-ქვაზე აღარ დგებაო,
დედა ეტყოდა ალუდას:
-
შვილო, იარე ნელაო,
შენთან ვერ გავძლებთ ვერც მენა,
ვერც შენი ცოლი ლელაო,
ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ,
ვაჰმე, როგორა ბნელაო!
მამაკვდავს დავფერებივარ,
გონი გამხდია რეტადა.
მუხლებ არ მამდევს, გულშია
ბნელი ჩამიდგა სვეტადა.
ვაჰ, მამა-პაპის საფლავნო,
კლდენო, დამდგარნო მწვეტადა!
ჯავრობით ეტყვის ალუდა:
-
დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა,
მოდით, მამყევით, ვიდინოთ,
ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა,
ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ,
ნუ გადიქცევით ცეტადა!
ერთხელ მაუნდა ალუდას,
ერთხელ მობრუნვა თავისა:
მშვიდობით, საჯიხვეებო,
გამახარელნო თვალისა!
მშვიდობით, ჩემო სახ-კარო,
გულში ამშლელო ბრალისა!
მშვიდობით, ჩვენო ბატონო,
ყმათად მიმცემო ძალისა!”
გადვიდნენ, ქედი გადავლეს,
თხრილი აღარ ჩანს კვალისა.
ერთი მაისმა შორითა
მწარე ქვითინი ქალისა.
1888
.

8 комментариев:

  1. შინაარსი მინდააა

    ОтветитьУдалить
  2. ეს რაღა შინაარსია იგივე ტექსტია რაც წიგნში

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ სათაური, არ წერია "მოკლე შინაარსი", ადაპტირებულია არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის.

      Удалить
  3. მადლობა, ნიტა მას

    ОтветитьУдалить
  4. მოკლე შინაარსი იხილეთ მეოთხესა და მეხუთე გვერდებზე

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. https://docs.google.com/presentation/d/1-1tktil35GdclfOXbVjWULWsHgD55lWRXf6yvtgZgGw/mobilepresent?slide=id.p4

      Удалить
  5. https://docs.google.com/presentation/d/1-1tktil35GdclfOXbVjWULWsHgD55lWRXf6yvtgZgGw/mobilepresent?slide=id.p4

    ОтветитьУдалить

ველი რეკომენდაციებს!