I ნაწილი
ილია ჭავჭავაძემ ქართველებს შეუქმნა წმინდა სამება -„მამული, ენა, სარწმუნოება“
, ცხოვრება და შემოქმედება ერის სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას შეალია,-მამულიშვილთ
უანდერძა მთავარი იდეა: პირადი „მე“ შეცვალოს
საზოგადო „ჩვენ“ -ით, ამგვარად ესახებოდა სამშობლოს თვითმყოფადობის გარანტი ერის სულიერ
მამასა და მოძღვარს. წერილი „რა გითხრათ? რით გაგახაროთ“ ,ერთის შეხედვით, წინასაახალწლო ნატვრას
ეხება, დაკვირვებული მკითხველი კი მწერლის რიტორიკაში დიდ ტკივილსა და სევდას ამოიცნობს.
გავუძელით რჯულიანს და ურჯულოს და დროშა ქართველობისა შუბის
წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის
წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ
მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი
ძვლები ვიხმარეთ და კირად- ჩვენი სისხლი. გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა.
წავიდა ის დრო:
ეხლა ხმალი აღარაფრის მაქნისია; ეხლა ომია, სისხლისღვრისა კი არა, ოფლისღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის.
უზარმაზარი თხრილია ჩვენ წინ , საკმაოა ხელი გვკრან
- და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის,
ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს,
რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი.“
1.
რა შეუქმნა ილიამ ქართველებს? ------წმინდა სამება
-„მამული, ენა, სარწმუნოება“
2.
რას შეალია ცხოვრება და შემოქმედება? ---ერის სახელმწიფოებრივი
აზროვნების ჩამოყალიბებას
3.
რა უანდერძა მამულიშვილთ? ----პირადი „მე“ შეცვალოს საზოგადო „ჩვენ“ -ით
4.
რას ამოიცნობს დაკვირვებული მკითხველი მწერლის რიტორიკაში?
----დიდ ტკივილსა და სევდას ამოიცნობს
5.
ვის გავუძელით? ---რჯულიანს და ურჯულოს
6.
როგორ გამოიყურებოდა დროშა საუკუნეთა განმავლობაში?
---შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული
7.
რა შევძელით? ---დროშა ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ,
არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ
8.
რაგვარი ომია ილიას თანადროულ ეპოქაში? ---ეხლა ომია, სისხლისღვრისა კი არა, ოფლისღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი.
9.
რა ვიხმარეთო გულმკერდზე აგებული ქრისტიანობის საყდრის
საშენ მასალად? ----ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად- ჩვენი სისხლი.
10. რა
საფრთხის წინაშე დგას ერი ილიას თანადროულობაში? --უზარმაზარი თხრილია ჩვენ წინ , საკმაოა ხელი გვკრან
- და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის,
ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს,
რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი.
II ნაწილი
„ არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით.
არც არაფერს ვხედავთ,
არც არაფერი გვესმის. შრომით და გარჯით,
ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს,
ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის,
სახელს გაგვიქრობს,
გაგვწყვეტს.
სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას,
როგორც უპატრონო საყდარს,
სხვანი დაეპატრონებიან. თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ,
წინ არ დავახვედრეთ,
წინ არ დავუყენეთ,
თავს ვერ გადავირჩენთ. ცოდვა არ არის,
ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს,
თაგვმა დაგვიჭამოს.
დრო-ჟამი ამას გვიქადის...ცოდვა არ არის,
ეს ერი მოსწყდეს;
ცოდვა არ არის,
ეს ლომი კოღომ საბუდრად გაიხადოს, ცოდვა არ არის,
მელა-ტურამ გამოღრღნას,
როგორც მძოვარი,
როგორც ლეში.
რათ?
რისთვის?
ვის რა ვირი მოვპარეთ? ახალო წელიწადო,
თუ რამ შეგიძლიან,
თვალი აგვიხილე,
ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია,
რომ ჩვენმა შემდეგმა (მომავალმა თაობამ) მაინც აღარა სთქვს:
რა გითხრათ?
რით გაგახაროთ?“
1.
რატომ აღმოჩნდა ამგვარ გასაჭირში ერი იდეოლოგიური ომის
დროს? ---არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით.
2.
ვინ მოგვერევა? ვინ დაგვამარცხებს? -შრომით და გარჯით,
ცოდნით და ხერხით მოსული
3.
როგორ მოგვერევა? რას დაგვმართებს? --თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის,
სახელს გაგვიქრობს,
გაგვწყვეტს.
4.
იდეოლოგიურ ომში დამარცხება რა შედეგს მოიტანს? -სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას,
როგორც უპატრონო საყდარს,
სხვანი დაეპატრონებიან.
5.
რა გადაგვარჩენს? -შრომა და გარჯა,
ცოდნა და ხერხი
6.
როგორ გესმით ფრაზა: „ვის რა ვირი მოვპარეთ?“ -არავისთვის
არაფერი წაგვირთმევია
7.
რას სთხოვს მწერალი ახალ წელს? ---თვალი აგვიხილე,
ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია.
Комментариев нет:
Отправить комментарий
ველი რეკომენდაციებს!